ახალი ამბები
თბილისში მომხდარ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებული წყალტუბოში დააკავეს
FaceBook
პოლიციამ თბილისში მომხდარი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტი გახსნა და ბრალდებული წყალტუბოს მუნიციპალიტეტში აიყვანა.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაზიანება მიაყენა ერთ პირს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მოათავსეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია.

სამართალდამცველებმა საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თ.ქ. ბრალდებულის სახით წყალტუბოს მუნიციპალიტეტში დააკავეს.

დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს.
Print
თეგები: #დაკავება