ახალი ამბები
დღეიდან, 1-ელი დეკემბრიდან, 1-ელ მარტამდე, გზის გარკვეულ მონაკვეთებზე ზამთრის საბურავები სავალდებულოა
FaceBook
დღეიდან, 1-ელი დეკემბრიდან, 1-ელ მარტამდე პერიოდში, საქართველოს მთავრობის დადენილებით, განსაზღვრულ საგზაო მონაკვეთებზე, ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულო ხდება.

კერძოდ, ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა შემდეგ საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებზე:

თბილისი-სენაკი-ლესელიძე: ოსიაურის კვანძი-სურამის კვანძი, რიკოთის გვირაბი-წევა.

მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსი: მონაკვეთი მლეთა-კობი.

ფონიჭალა-მარნეული-გუგუთი: მონაკვეთი დმანისის გადასახვევი-გუგუთი.

ხაშური-ახალციხე-ვალე: მონაკვეთი ქვიშხეთი-ვალე.

თბილისის შემოსავლელი: მონაკვეთი ზაჰესი-რუსთავი.

ახალციხე-ნინოწმინდა: მონაკვეთი ახალციხე-საზღვარი.

ახალქალაქი-კარწახი: მონაკვეთი ახალქალაქი-საზღვარი.

ზამთრის საბურავებით მოძრაობა ასევე სავალდებულოა შიდასახელმწიფოებრივ გზებზე, რომლის სრული ჩამონათვალი იხილეთ აქ.

პოლიციელი უფლებამოსილია, მძღოლს აუკრძალოს კონკრეტულ ტერიტორიაზე შესვლა, თუ საბურავი არ შეესაბამება წესებს.

მოთხოვნების დარღვევა იწვევს 100-ლარიან ჯარიმას და მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა რაოდენობის 5 ქულით. ამასთან, დადგენილებით, თუ მოძრაობის გაგრძელება საფრთხეს ქმნის, სატრანსპორტო საშუალება შეიძლება დროებით ჩამოერთვას და განთავსდეს სპეციალურ დაცულ სადგომზე.

Print