ახალი ამბები
როგორი ამინდი იქნება მიმდინარე კვირას დასავლეთ საქართველოში
FaceBook
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში, მიმდინარე კვირას, არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი.

მისივე თქმით, დღეიდან, 1 დეკემბრიდან 3 დეკემბრის დღის პირველი ნახევრის ჩათვლით იწვიმებს. ღამის საათებში მთიან რეგიონებში მოსალოდნელია თოვლჭყაპიც. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს 11-13 გრადუსამდე.

დოდო გვაზავას ინფორმაციით, 3 დეკემბრის დღის მეორე ნახევრიდან გამოიდარებს და კვლავ მოიმატებს ჰაერის ტემპერატურა. 5-6 დეკემბერს შესაძლოა ჰაერი 18-20 გრადუსამდე გათბეს. პარალელურად, დროგამოშვებით გაძლიერდება აღმოსავლეთის მიმართულების ქარი. აღსანიშნავია, რომ 4 დეკემბრის ღამეს, მთაგორიან რაიონებში ყინვაა მოსალოდნელი (- გრადუსი).

დიდი გვაზავას ინფორმაციით, 3-დან 7 დეკემბრის ჩათვლით, საქართველოში უნალექო ამინდი შენარჩუნდება.
Print
თეგები: #ამინდი