ახალი ამბები
სამტრედია-აბაშის გზაზე მომხდარი ავარიის შედეგად, ქუთაისელი ბაიკერი დაიღუპა
FaceBook
სამტრედია-აბაშის გზაზე მომხდარ ავარიას ორი ახალგაზრდის სიცოცხლე ემსხვერპლა.

მათ შორის, ერთ-ერთი ქუთაისელი ბაიკერია.

შემთხვევა, სოფელ გაუწყინარის მონაკვეთზე, გუშინ, 30 ნოემბერს მოხდა.

არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს 2 მოტოციკლი შეეჯახა.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
Print