ახალი ამბები
ბაღდათის მუნიციპალიტეტში, ტყეში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია
FaceBook
სოფელ ხანის მიმდებარედ, ტყის ფერდობზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.

ბაღდათის მუნიციპალიტეტში ხანძარს 5 დღე ებრძოდნენ.

ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში, სპეციალური ტექნიკითა და აღჭურვილობით, 200-მდე მეხანძრე-მაშველი მონაწილეობდა.

ამასთან, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცოცხალ ძალასა და სპეცტექნიკასთან ერთად, სამუშაოებში ჩართული იყო სასაზღვრო პოლიციის სამი ვერტმფრენიც.

ადგილზე მოწყობილი იყო საგანგებო შტაბი.


Print