ახალი ამბები
1 დეკემბრიდან საქართველოში ზოგან გაწვიმდება, მაღალმთაში მოთოვს - გარემოს ეროვნული სააგენტო
FaceBook
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 1 დეკემბრამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო 1 დეკემბრიდან ზოგან გაწვიმდება, მაღალმთაში მოთოვს.

კერძოდ, დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი, ფოთი), 29-30 ნოემბერს შენარჩუნებული იქნება თბილი და უნალექო ამინდი, ხოლო 1 დეკემბერს მოიღრუბლება, გაწვიმდება და აგრილდება. ჰაერის ტემპერატურა 1 დეკემბერს დღისით +13, +15 გრადუსამდე დაიკლებს.

დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის ფოთი), 29-30 ნოემბერს შენარჩუნებული იქნება თბილი და უნალექო ამინდი, ხოლო 1 დეკემბერს მოიღრუბლება, გაწვიმდება და აგრილდება. ჰაერის ტემპერატურა 1 დეკემბერს დღისით +11, +13 გრადუსამდე დაიკლებს.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო), 29-30 ნოემბერს უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 1 დეკემბერს ზოგან მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა 1 დეკემბერს დღისით +6, +8 გრადუსამდე დაიკლებს.

რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს მთიან და მაღალმთიან რაიონებს, 29-30 ნოემბერს შენარჩუნებული იქნება უნალექო ამინდი, ხოლო 1 დეკემბერს ზოგან გაწვიმდება, ზოგან მოთოვს. დაიკლებს ჰაერის ტემპერატურა.
Print
თეგები: #ამინდი