შსს-ს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით
დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და
უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, 2003 წელს დაბადებული
პირი დააკავეს.
უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას,
ასევე, მის მიერ მითითებული ადგილებიდან სარეალიზაციოდ გამზადებული
განსაკუთრებით დიდი ოდენობით 32 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული
საშუალება "მეთადონი" ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე
კვარტა მუხლებით მიმდინარეობს.
დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.
მასალის გამოყენების პირობები