ახალი ამბები
ქუთაისში საახალწლო დეკორაციებით ქუჩების მორთვა დაიწყო
FaceBook

ქუთაისის მერიამ, ქალაქში, საახალწლო დეკორაციების მონტაჟი დაიწყო.



საახალწლო ილუმინაციები აღმაშენებლის ქუჩაზე უკვე დაამონტაჟეს, რთავენ ცენტრალური მოედნის ტერიტორიასაც. როგორც მერიაში განმარტავენ, საახალწლო დეკორაციები ეტაპობრივად სხვა ქუჩებზეც განთავსდება.

ადგილობრივმა თვითმმართველობამ საახალწლო სამზადისი უკვე დაიწყო.

მერიის ააიპ "ქუთგანათების სერვისმა" ტენდერები ნაძვის ხის საახალწლო დეკორაციების, ასევე, საახალწლოდ გასანათებელი სხვადასხვა ტიპის მოწყობილობებისა და ელექტრონათურების შესასყიდად უკვე გამოაცხადა. ამასთან, ტენდერი აქვს გამოცხადებული ქუთაისის მერიასაც, რომელიც საახალწლო და საშობაო ღონისძიებების ორგანიზებას ეხება.

 

Print