იმერეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა, ჭიათურაში, სახელმწიფო
ტყის ტერიტორიაზე ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების
ფაქტი გამოავლინეს.
ეროვნული სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, სამართალდამრღვევმა 3 კუბურ
მეტრამდე წითელი ნუსხით დაცული წაბლის სახეობის სამასალე მერქანი
უკანონოდ მოიპოვა, რომლის ტრანსპორტირებასაც სახელმწიფო სანომრე
ნიშნის გარეშე ავტოსატრანსპორტო საშუალებით ახორციელებდა.
სააგენტოს ცნობითვე, ვინაიდან საქმე შეიცავს სისხლის-სამართლის
დანაშაულის ნიშნებს, მასალები შემდგომი რეაგირებისთვის გადაგზავნილია
შესაბამის საგამოძიებო უწყებაში. ავტომანქანა დაილუქა, ხოლო უკანონოდ
მოპოვებული სამასალე მერქანი, შემდგომი განკარგვის მიზნით,
გადატანილია ჭიათურის საქმიან ეზოში.
მასალის გამოყენების პირობები