ახალი ამბები
ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის გზის მონაკვეთზე მოძრაობა იზღუდება
FaceBook
ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის კმ125-კმ151 (მელე-ლასდილი) მონაკვეთზე მოძრაობა იზღუდება.


გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, აღნიშნულ მონაკვეთზე დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

მათივე ცნობით, საავტომობილო გზის კმ1-კმ124 (წყალტუბოს გადასახვევი-მელე) მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.


Print