ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტს, ოთო ირემაძეს,
რომელიც 22 ნოემბერს, თბილისში გამართულ აქციაზე დააკავეს, მოსამართლე
თორნიკე კაპანაძემ 3000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.
შსს მას წვრილმან ხულიგნობას, პოლიციის შეურაცხყოფას და პოლიციის
დაუმორჩილებლობას ედავებოდა.
შსს-ს მტკიცებით, 22 ნოემბერს, ინგოროყვას ქუჩაზე, აქციის დროს
პოლიცია მოქალაქეებს მოუწოდებდა, გზის სავალი ნაწილიდან ტროტუარზე
გადასულიყვნენ, რასაც არ ემორჩილებოდნენ, ასევე ოთო ირემაძე ხელს
უშლიდა სამართალდამცველებს სხვების დაკავებაში და უმისამართოდ
იგინებოდა.
ოთარ ირემაძე კი ამბობს, რომ პოლიციის მხრიდან გზის სავალი ნაწილის
გათავისუფლების შესახებ მოწოდება არ ყოფილა.
"მივიჩნევ, რომ არც ერთი მუხლი არ დამირღვევია, ახალმისული ვიყავი 22
ნოემბერს აქციაზე და არაფრის მოსწრების საშუალება არ მქონია, მივედი
და მალევე დამაკავეს, ცუდ დროს ცუდ ადგილას აღმოვჩნდი. ბევრჯერ ვკითხე
ჩემ დამკავებელს, რატომ დამაკავეს და სანამ არ დაურეკეს და არ უთხრეს,
იქამდე ვერ მიპასუხა“, - განმარტა ოთო ირემაძემ.
უწყვეტი პროტესტის 360-ე დღეს, თბილისში, პოლიციამ 8 დემონსტრანტი
დააკავა.
მასალის გამოყენების პირობები