ქუთაისის მუნიციპალური ინსპექციის უფროსად ლევან კინწურაშვილი
დაინიშნა.
მერიის ინფორმაციით, კინწურაშვილს აქვს უმაღლესი იურიდიული და
საფინანსო განათლება.
ის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელ სტრუქტურებში
სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა: იყო ხონის მუნიციპალიტეტის მერიის
ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსი, 2017 წელს კი
დაინიშნა ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსად.
2021–2022 წლებში მუშაობდა ქუთაისის მუნიციპალური და საბინაო
ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურში, ხოლო 2022 წლიდან დღემდე
ქალაქის მუნიციპალური ინსპექციის გარე ვაჭრობისა და სწრაფი რეაგირების
განყოფილების ხელმძღვანელის პოზიციას იკავებდა.
ლევან კინწურაშვილმა ქუთაისის მუნიციპალური ინსპექციის სამსახურის
ხელმძღვანელის პოზიციაზე დემურ ინანეიშვილი ჩაანაცვლა.
მასალის გამოყენების პირობები