ახალი ამბები
როგორი ამინდი იქნება მიმდინარე კვირას დასავლეთ საქართველოში
FaceBook
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში, მიმდინარე კვირას, უმეტესად, უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

მისივე თქმით, 25-26 ნოემბერს მოიღრუბლება და ჰაერის ტემპერატურა რამდენიმე გრადუსით დაიკლებს.

27 ნოემბრიდან კვირის ბოლომდე კი კვლავ მოიმატებს ტემპერატურა და თბილი ამინდი შენარჩუნდება.
Print
თეგები: #ამინდი