დღეს, 24 ნოემბერს, ქუთაისის მთავარი საფინანსო დოკუმენტის შესახებ
იმსჯელებენ.
ქალაქის 2026 წლის ბიუჯეტის საჯარო განხილვა აკაკი წერეთლის
სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკითხველოს დარბაზში, 12:00 საათზე
დაიწყება.
შეხვედრაზე წარმოდგენილი იქნება 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის
პარამეტრები, ასევე დაგეგმილი და მიმდინარე მასშტაბური,
ინფრასტრუქტურული პროექტები.
შეხვედრას წარმომადგენლობითი ორგანოს წევრები და აღმასრულებელი რგოლის
ხელმძღვანელი პირები დაესწრებიან.
2026 წლის ქუთაისის მთავარი ფინანსური დოკუმენტის საჯარო განხილვა
კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართება. როგორც ადგილობრივ
თვითმმართველობაში განმარტავენ, მოქალაქეების მხრიდან გამოთქმული
შენიშვნები გათვალისწინებული იქნება ბიუჯეტის კორექტირებისას.
ქუთაისის მერიამ 2026 წლის ბიუჯეტის პროექტი საკრებულოს განსახილველად
მიმდინარე წლის 14 ნოემბერს გადასცა. ამ ეტაპზე, კომისიური განხილვა
მიმდინარეობს. 25 ნოემბერს კი კომისიური და საჯარო განხილვის შედეგად
შემუშავებული შენიშვნებით, შემდგომი განხილვისთვის აღმასრულებელს
დაუბრუნდება.
ქუთაისის ბიუჯეტს, დეკემბრის ბოლოს, საკრებულოს 2025 წლის ბოლო
სხდომაზე დაამტკიცებენ.
მასალის გამოყენების პირობები