ახალი ამბები
12 იანვრიდან, Wizz Air ქუთაისიდან ბრატისლავას მიმართულებით პირდაპირ ფრენებს იწყებს
FaceBook
Wizz Air ქუთაისიდან, სლოვაკეთის დედაქალაქის, ბრატისლავას, მიმართულებით პირდაპირ ფრენებს იწყებს.

ახალი მარშრუტი, 2026 წლის 12 იანვრიდან, კვირაში ოთხჯერ შესრულდება: ორშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევსა და კვირას, ავიაკომპანიის Airbus A321neo ტიპის თვითმფრინავით.

ბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია wizzair.com-სა და WIZZ აპლიკაციაში, ფასი კი 99 ლარიდან იწყება.

Wizz Air-ი ქუთაისიდან 12 ქვეყნის 23 მიმართულებით ოპერირებს. 2 დეკემბრიდან ავიაკომპანია პირდაპირ ფრენებს ვენეციის მიმართულებით იწყებს.

2025 წელს, Wizz Air-მა ქუთაისის მიმართულებით და ქუთაისიდან 6800 ფრენა შეასრულა, შესთავაზა 1.8 მილიონზე მეტი ადგილი მოგზაურებს და მიიღო 1.5 მილიონზე მეტი ჯავშანი, ხოლო ფრენების შესრულების საშუალო მაჩვენებელმა 99.7% შეადგინა.
Print