ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, დასავლეთ საქართველოს
საოლქო პროკურატურასთან კოორდინაციით, დიდი ოდენობით სახელმწიფო
სახსრების თაღლითურად დაუფლების, თაღლითობაში დახმარებისა და ყალბი
ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტზე, ოთხი პირი
დააკავეს.
გამოძიებით დადგენილია, რომ დაკავებულმა პირებმა, შპს „სამშენებლო
კომპანია №1“-ის ხელმძღვანელებმა, 2020 წელს გაიმარჯვეს საქართველოს
ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ გამოცხადებულ ტენდერში, რომელიც
სამტრედიის მუნიციპალიტეტში მდებარე ტექნიკური უნივერსიტეტის
პროფესიული კოლეჯის სრულ რეაბილიტაციას ითვალისწინებდა.
"ტენდერის საერთო ღირებულება შეადგენდა 6 632 130 ლარს. შესრულებული
სამუშაოებისთვის კომპანიას გადაეცა 3 432 520 ლარი, თუმცა სამუშაოები
სრულად არ დასრულებულა და ხელშეკრულება შეწყდა.
გამოძიებით ასევე დგინდება, რომ სამშენებლო კომპანიის
წარმომადგენლები, ინსპექტირების ორგანოების თანამშრომლების
დახმარებით, ყალბი დოკუმენტაციის მომზადებისა და გამოყენების გზით,
თაღლითურად დაეუფლნენ პროექტისთვის გამოყოფილ 661 163 ლარს",-
აღნიშნულია უწყების განცხადებაში.
გამოძიება სსსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 25-180-ე მუხლის მე-3
ნაწილითა და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინაფეობს, რაც სასჯელის
სახით თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით ითვალისწინებს.
მასალის გამოყენების პირობები