ახალი ამბები
დღეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მზია ამაღლობელის მორიგი პროცესი გაიმართება
FaceBook
დღეს, 18 ნოემბერს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში, მზია ამაღლობელის საქმის განხილვის დასკვითი სხდომა გაიმართება.

პრიცესი 13:00 საათზე დაიწყება.

მზია ამაღლობელის ადვოკატები სააპელაციო საჩივრით მის მიმართ გამოტანილი განაჩენის გაუქმებას და გათავისუფლებას ითხოვენ. სააპელაციო საჩივარი აქვს შეტანილი პროკურატურასაც და ამაღლობელსათვის ბრალისა და სასჯელის დამძიმებას ითხოვს.

სააპელაციო სასამართლოში მზია ამაღლობელის საქმეს მოსამართლეთა კოლეგია განიხილავს. მომხსენებელი მოსამართლეა ნიკოლოზ მარგველაშვილი. კოლეგიაში შედიან მოსამართლეები, მარინა სირაძე და ნანა ჯოხაძე.

ჟურნალისტი და მედიამენეჯერი მზია ამაღლობელი 10 თვეა, პატიმრობაშია. მას 2-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი.
Print