ახალი ამბები
როგორი ამინდი იქნება მიმდინარე კვირას დასავლეთ საქართველოში
FaceBook
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში, მიმდინარე კვირას, თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

მისივე თქმით, მთელი კვირის განმავლობაში, 17-დან 23 ნოემბრის ჩათვლით, მზიანი ამინდი შენარჩუნდება.

ღამით ტემპერატურა 7-11 გრადუსი დაფიქსირდება, დღის ტემპერატურა კი 19-23 გრადუსია მოსალოდნელი.
Print
თეგები: #ამინდი