ახალი ამბები
15-17 ნოემბერს საქართველოს ცალკეულ რაიონში წვიმაა მოსალოდნელი
FaceBook

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, უახლოეს დღეებში, საქართველოს ცალკეულ რაიონში წვიმაა მოსალოდნელი.



კერძოდ, დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი), 15-16 ნოემბერს, ზოგან მცირე წვიმაა მოსალოდენელი, ხოლო 17 ნოემბერს გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +18, +20 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი), 15-16 ნოემბერს, ზოგან მცირე წვიმაა მოსალოდენელი, ხოლო 17 ნოემბერს გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +17, +19 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო), 15-16 ნოემბერს, ზოგან მცირე წვიმაა მოსალოდენელი, ხოლო 17 ნოემბერს გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +11, +13 გრადუსი დაფიქსირდება.

ასევე წვიმაა მოსალოდნელი აღმოსავლეთ საქართველოს მთიან და მაღალმთიან რაიონებში.

 

Print
თეგები: #ამინდი