ახალი ამბები
ბაღდათი-კურორტი საირმეს მონაკვეთზე, ერთი თვით, ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება
FaceBook

ბაღდათი-კურორტი საირმეს მონაკვეთზე, 2025 წლის 15 ნოემბრიდან 15 დეკემბრამდე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა ყოველდღიურად შეიზღუდება.



საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შეზღუდვები იმოქმედებს 09:30 სთ-დან 13:00 სთ-მდე და 14:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე. ხოლო, დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში, ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია იქნება.

მოძრაობის შეზღუდვის მიზეზი შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(საღორია)-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას საავტომობილო გზის კმ32-კმ47 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებია.

 

Print