ახალი ამბები
"გამოვლინდა 173 სამართალდარღვევა" - სურსათის სააგენტო სკოლების მიმდებარედ არსებულ კვების ობიექტებს ამოწმებს
FaceBook
ბავშვების ჯანმრთელობის დაცვისა და მათი უვნებელი სურსათით უზრუნველყოფის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო სკოლების მიმდებარედ არსებულ კვების ობიექტებს ამოწმებს.
სააგენტოს ინფორმაციით, სახელმწიფო კონტროლი ხორციელდება როგორც საცხობებში, ასევე მიმდებარე მარკეტებში, რომელთა მომხმარებლები ხშირად მოსწავლეები არიან.

სააგენტოს ინსპექტორები ამოწმებენ ობიექტების სანიტარიულ-ჰიგიენურ მდგომარეობას, სურსათის განთავსებისა და რეალიზაციის პირობებს, ვადებსა და სურსათის უვნებლობის სხვა მოთხოვნებს.

ამავე დროს, მოწმდება სკოლებისა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების კვების ბლოკები.

"მიმდინარე წელს ჩატარებულია 6000 სახელმწიფო კონტროლი, გამოვლინდა 173 სამართალდარღვევა, რომელთა შორის ჭარბობს ვადაგასული სურსათის რეალიზაციის, ეტიკეტირების წესის დარღვევისა და რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის ფაქტები.

სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს, საეჭვო სურსათის ან დარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში, ინფორმაცია მიაწოდოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზს - 15 01.

სამომხმარებლო ბაზრის ერთობლივი მონიტორინგი და მოსახლეობის აქტიური ჩართულობა სურსათის ეროვნულ სააგენტოს საშუალებას მისცემს, დროულად გამოავლინოს და აღმოფხვრას შეუსაბამობები",- აღნიშნულია სურსათის სააგენტოს ინფორმაციაში.
Print