პოლიტიკა
"ახალი მემარჯვენეები" - არჩევნებში მონაწილეობას პარტნიორ პოლიტიკურ პარტიებთან ერთად მივიღებთ
FaceBook
არჩევნებამდე 7 თვით ადრე "ახალი მემარჯვენეების" ქუთაისის ორგანიზაციას ოფისი არ აქვს.



პოლიტიკური პარტია "ახალი მემარჯვენეების" ლიდერები ქუთაისში აქტივისტებს შეხვდნენ. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის მანანა ნაჭყებიას განმარტებით, მათი აქტივისტები არჩევნები ხვალ რომ იყოს მზად არიან.

"არჩევნებამდე 7 თვით ადრე დავიწყეთ მზადება არჩევნებისთვის. რაც იმას გულისხმობს რომ შევხვდეთ ჩვენს აქტივისტებს და ადგილზე შევამოწმოთ თუ რამდენად არიან მზად არჩევნებისთვის. მინდა გითხრათ, რომ ხვალ რომ იყოს არჩევნები ჩვენი მანქანები არჩევნებისთვის მზად არის. თუმცა, წინ გვაქვს საარჩევნო გარემო, რომლის გაუმჯობესებასაც ველოდებით", - განაცხდა ქუთაისში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართულ შეხვედრაზე "მემარჯვენე" მანანა ნაჭყებიამ.

"ახალი მემარჯვენეები" განმარტავენ, რომ საპარლამენტო არჩევნებში სხვა პარტნიორ პოლიტიკურ პარტიებთან ერთად მიიღებენ მონაწილეობას.თუმცა, კონრეტულად, რომელ პარტიებთან აპირებენ თანამშრომლობას მედიასთან არ საუბრობენ.
"ამ დროისთვის მიმდინარეობს მოლაპარაკებები. მაგრამ თუ ვინ არიან ეს პოლიტიკური პარტიები ამაზე ჩემი მხრიდან საუბარი ამ ეტაპზე არაკოლეგიალური იქნება. ცოტა ხანში ყველაფერი იქნება საჯარო", - განმარტას "ახალი მემარჯვენეების" ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა კაციტაძემ

არჩევნებამდე 7 თვით ადრე "ახალი მემარჯვენეების" ქუთაისის ორგანიზაციას ოფისი არ აქვს. პარტიის ლიდერებმა ასევე, არ იციან თუ რა რაოდენობის აქტივისტები ჰყავთ ქუთაისში.

Print