ქუთაისის სპორტის სასახლის შენობაში სარეაბილიტაცია სამუშაოები
მიმდინარეობს.
ქუთაისის მერიის ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის, უკვე დასრულებულია
მიწისქვეშა კომუნიკაციების სარეაბილიტაციო სამუშაოები.
მიხეილ ქორქიას და ზურაბ საკანდელიძის სახელობის სპორტის სასახლის
რეაბილიტაციის პროექტის მიხედვით, შენობაში შეიცვლება ინტერიერი და
ექსტერიერი, განახლდება სახურავი, კარ-ფანჯრები, სველი წერტილები,
სათამაშო დარბაზი და აღიჭურვება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი
ინვენტარით.
როგორც მერიაში განმარტავენ, რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ,
ქუთაისის სპორტის სასახლე შეძლებს უმასპინძლოს მაღალი დონის
საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებებს.
სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის1 347 396 ლარი დაიხარჯება.
სპორტის სასახლის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესასყიდად მერიამ
ტენდერი [NAT250014295] მიმდინარე წლის აგვისტოში გამოაცხადა, სადაც
კომპანია შპს "სანი 2020-მა" გაიმარჯვა. სატენდერო დოკუმენტაციის
მიხედვით, კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 4 თვეში
(2026 წლის 21 იანვრის ჩათვლით) უნდა შეასრულოს.
მანამდე მერიას ტენდერი სპორტის სასახლის რეაბილიტაციისთვის საჭირო
საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენაზე ჰქონდა
გამოცხადებული.
ქუთაისის სპორტის სასახლე 2007 წელს აშენდა.
ამავე თემაზე:
ქუთაისის სპორტის სასახლის რეაბილიტაცია დაიწყო -
სამუშაოებისთვის 1 400 000 ლარამდეა განსაზღვრული
ქუთაისის სპორტის სასახლის რეაბილიტაციისთვის ტენდერი
გამოცხადდა
ქუთაისის მერია სპორტის სასახლის რეაბილიტაციას
გეგმავს
მასალის გამოყენების პირობები