ახალი ამბები
ქუთაისის მერიამ საახალწლო სამზადისი დაიწყო - გამოცხადებულია რამდენიმე ტენდერი
FaceBook
ქუთაისის მერიამ საახალწლო ღონისძიებებთან დაკავშირებით სამზადისი უკვე დაიწყო.

ამ მიზნით, "ქუთგანათების სერვისს" ნაძვის ხის საახალწლო დეკორაციების შესასყიდად 56 640 ლარის ღირებულების ტენდერი [NAT250020064] აქვს გამოცხადებული.

სატენდერო დოკუმენტის მიხედვით, დაგეგმილია 60 ცალი საშობაო ნაძვის ხის ნათურის შეძენა, რომელთა მიწოდება 20 დეკემბრის ჩათვლით უნდა განხორციელდეს.

ესკიზები:



ასევე ტენდერია [NAT250019543] გამოცხადებული ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, საახალწლო ღონისძიებებთან დაკავშირებით, საახალწლო დეკორაციების სხვადასხვა ტიპის ლითონის კონსტრუქციების განათებით დამზადება/მონტაჟზე.

დაგეგმილია 14 სხვადასხვა დიზაინის 115 ცალი საახალწლო კონსტრუქციის შეძენა, რისთვისაც 104 300 ლარია გამოყოფილი (შესყიდვის სავარაუდო ღირებულება).

საახალწლო კონსტრუქციების ესკიზები:



კიდევ ერთი, 130 590 ლარის ღირებულების ტენდერი [NAT250019083] "ქუთგანათების სერვისს" საახალწლოდ გასანათებელი სხვადასხვა ტიპის მოწყობილობებისა და ელექტრონათურების შესასყიდად აქვს გამოცხადებული.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, პროდუქციის მოწოდება/დასაწყობება მიმწოდებელმა ხელშეკრულების დადებიდან 20 დღის ვადაში უნდა განახორციელოს.
Print