ახალი ამბები
ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების მმართველად ზაზა გულბიანი დაინიშნა
FaceBook

ა(ა)იპ ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანებას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს.



აღნიშნულ თანამდებობაზე ზაზა გულბიანი დაინიშნა, გაერთიანების მმართველის მოადგილე კი ასმათ მუშკუდიანი იქნება.

ზაზა გულბიანი 2018 წლიდან დღემდე ა(ა)იპ „სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების“ მმართველის პირველი მოადგილე იყო. გულბიანი ძიუდოში საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი და საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ვიცე - პრეზიდენტია.

ზაზა გულბიანმა ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების მმართველის პოზიციაზე კობა ფხაკაძე შეცვალა. ფხაკაძე, ამჟამად, საკრებულოს კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა კომისიის თავმჯდომარეა.

 

Print