ახალი ამბები
ქუთაისის მერია სკვერებისა და გაზონების მოვლა-პატრონობისა და ექსპლოატაციისთვის 2 მილიონამდე ლარის ტენდერს აცხადებს
FaceBook
ქუთაისის მერია ქალაქის ტერიტორიაზე მწვანე საფარის მოვლა-პატრონობისა და ექსპლოატაციისთვის 1 893 533 ლარის ღირებულების ტენდერს [NAT250019932] აცხადებს.

სახელმწიფო შესყიდვების დოკუმენტის მიხედვით, ტენდერში გამარჯვებული ვალდებულია განახორციელოს სკვერებისა და გაზონების (სულ 108 ობიექტი) მოვლა-პატრონობა და ექსპლოატაცია.

ასევე ვალდებულია, მომსახურების გაწევა განახორციელოს ქუთაისის მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის თანამშრომლებისაგან შედგენილი ინსპექტირების ჯგუფის წევრების დავალების შესაბამისად.

როგორც შესყიდვების დოკუმენტშია აღნიშნული, საგანგებო სიტუაციების დროს „მიმწოდებელი“ ვალდებულია, 24-საათიან რეჟიმში ჰყავდეს მობილიზებული მუშა ჯგუფი.

ამასთან, ვალდებულია 9:00 საათისათვის და 18:00 საათისთვის უზრუნველყოს სკვერების დალაგება და ასევე, დღის განმავლობაში, პერიოდულად სკვერების ტერიტორიის დასუფთავება ნარჩენებისაგან.

აღნიშნულ მომსახურებას მერია ერთი წლის განმავლობაში, 2026 წლის 1 იანვრიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით შეისყიდის.

წინადადების მიღება 7 დეკემბერს იწყება და 12-ში სრულდება.
Print