ახალი ამბები
როგორი ამინდი იქნება მიმდინარე კვირას დასავლეთ საქართველოში
FaceBook
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში, მიმდინარე კვირას, თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

მისივე ინფორმაციით, 12 ნოემბრის ჩათვლით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 22-24 გრადუსი დაფიქსირდება. 13 ნოემბერს ცალკეულ რაიონებში მოიღრუბლება და გაწვიმდება. ამის ხარჯზე ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს 18-19 გრადუსამდე.

დოდო გვაზავას ინფორმაციით, 14-15 ნოემბერი უმეტესად უნალექოდ ჩაივლის და 23 გრადუსამდე გათბება ჰაერი. 16 ნოემბრის დღის მეორე ნახევრიდან კი ზოგიერთ რაიონში კვლავ გაწვიმდება.
Print
თეგები: #ამინდი