ტრაგედია თერჯოლის მუნიციპალიტეტში - არასრულწლოვანი ნანგრევებში
მოყვა და ადგილზე დაიღუპა.
შემთხვევა გუშინ, 8 ნოემბერს, მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, 15 წლამდე მოზარდი მიტოვებული ავტოფარეხის
ნანგრევებში მოყვა, რომელიც ამორტიზებული იყო.
როგორც „ქუთაისიპოსტს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 116-ე
მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები