ახალი ამბები
გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზის მონაკვეთზე, 12 ნოემბრის ჩათვლით, მოძრაობა შეიზღუდება
FaceBook

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის, გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ1-კმ41 (გომი-კორბოული) მონაკვეთზე, სატვირთო ავტოტრანსპორტის გადაადგილება დროებით შეიზღუდება.



საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მოძრაობა შეზღუდული 5 დღის განმავლობაში იქნება: 2025 წლის 8 ნოემბრიდან 12 ნოემბრის ჩათვლით, 09:00სთ-დან 19:00სთ-მდე.

აღნიშნულ მონაკვეთზე, სატვირთო ავტოტრანსპორტის გარდა, დანარჩენი სახის ტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალი იქნება.

მოძრაობის შეზღუდვის მიზეზი საავტომობილო გზის კმ25-კმ41 მონაკვეთზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებია.


 

Print