ახალი ამბები
11 ნოემბრამდე საქართველოში თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება
FaceBook
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 11 ნოემბრამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი.

კერძოდ, დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +23, +25 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი) თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22, +24 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო) უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +19, +21 გრადუსი დაფიქსირდება.

ასევე უმეტესად უნალექო ამინდი იქნება აღმოსავლეთ საქართველოს მთიან და მაღალმთიან რაიონებში.
Print
თეგები: #ამინდი