ახალი ამბები
ქუთაისის სასამართლომ მერიიდან გათავისუფლებული თანამშრომელი სამსახურში აღადგინა
FaceBook
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ქალაქის მერის ბრძანება ბათილად ცნო და მერიიდან გათავისუფლებული თანამშრომელი სამსახურში აღადგინა.

საუბარია მაია მურუსიძეზე, რომელიც ქუთაისის მერიაში განათლების განყოფილების ხელმძღვანელის თანამდებობას იკავებდა.

მისი ადვოკატის, რობიზონ ხურცილავას თქმით, სასამართლომ ქუთაისის მერიას მაია მურუსიძის სასარგებლოდ ასევე დააკისრა ხარჯებისა და განაცდურის ანაზღაურება.

"ქუთაისის საქალაქო სასამართლომ, 2025 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილებით, დააკმაყოფილა მაია მურუსიძის სარჩელი, ბათილად იქნა ცნობილი ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანება მაია მურუსიძის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ და მაია მურუსიძე აღდგენილ იქნა მერიის განათლების განყოფილების ხელმძღვანელის თანამდებობაზე. ამასთან, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიას დაეკისრა მაია მურუსიძის სასარგებლოდ ხარჯების და 2022 წლიდან განაცდურის ანაზღაურება",- ამბობს უფლებადამცველი რობიზონ ხურცილავა.

გაასაჩივრებს თუ არა ქუთაისის მერია საქალაქოს ამ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში, ჯერ უცნობია.
Print