ახალი ამბები
ქუთაისის მერიამ "სურვილების ღამისთვის" 2 000 ლარი გამოყო
FaceBook
ქუთაისში, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანიზებით 3 მაისს 500 ცალ სხვადსხვა ფერის ფრანს გაუშვებენ.

"სურვილების ღამისთვის" დაგეგმილი ფრანის გასაშვებად ქუთაისის მერიამ 2000 ლარის ღირებულების ელექტრონული ტენდერი 22 მარტს გამოაცხადა. ტენდერში მონაწილეთათვის წინადადების მიღება 29 მარტს სრულდება. "სურვლების ღამე" ორამასობის ღონისძიებების ფარგლებში ხორციელდება.

გვირილობის დღესასწაულთან დაკავშირებით ადგილობრივმა თვითმმართველობამ სხვადასხვა ღონისძიებების უზრუნველსაყოფად ელექტრონული ტენდერი უკვე გამოაცხადა.


Print