ახალი ამბები
ქუთაისში, გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობისთვის, ერთ თვეში, 55 მძღოლი დააჯარიმეს
FaceBook
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2025 წლის 1 ოქტომბრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობის 699 ფაქტი გამოავლინეს.

უწყების ცნობით, თბილისში გამოვლენილია 488 სამართალდარღვევა, ბათუმში - 113, ქუთაისში - 55, რუსთავში კი - 43.

"699 ფაქტიდან 610 ფიზიკური პირის მიერაა ჩადენილი, 89 შემთხვევაში კი, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა იურიდიული პირები დააჯარიმეს.

აღსანიშნავია, რომ 381 სამართალდარღვევა მსუბუქი ავტომობილების, 296 - მიკროავტობუსების, 20 სატვირთო ავტომობილების, 2 კი, ავტობუსების მძღოლების/მფლობელების მიერაა ჩადენილი.
რაც შეეხება წლის სტატისტიკას, 2025 წლის 10 თვეში გამოვლენილია 4497 სამართალდარღვევა",- აღნიშნულია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის განცხადებაში. 


Print