შსს-ს იმერეთი პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საგამოძიებო
მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული
საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი, 1990
წელს დაბადებული ი.თ. დააკავეს.
უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით
დაკავებულის პირადი ჩხრეკის შედეგად, რეალიზაციის მიზნით დაფასოებული,
განსაკუთრებით დიდი ოდენობით 50 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება
„მეთადონი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3
ნაწილით მიმდინარეობს.
დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.
მასალის გამოყენების პირობები