ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა,
კომერციული მოსყიდვის ფაქტზე, „საქართველოს რკინიგზის“ ხარაგაულის
რაიონის მოლითი-მარელისის ცვლის უფროსი დააკავეს.
უწყების ცნობით, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული
მოქალაქეს დაპირდა სს „საქართველოს რკინიგზის “ კუთვნილი შპალების
მიყიდვას, რაშიც მოსთხოვა და გამოართვა ფულადი თანხა, რა დროსაც მოხდა
მისი დაკავება.
"საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური აქტიურად
აგრძელებს საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი დანაშაულისა და
კორუფციის წინააღმდეგ სისხლის სამართლის მკაცრ პოლიტიკას",-
აღნიშნულია საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მე-4
ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას
4-დან 6 წლამდე ვადით ითვალისწინებს.
მასალის გამოყენების პირობები