ახალი ამბები
ბაღდათი-აბასთუმნის გზაზე კაკასხიდი-ზეკარის 16 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაციისთვის 65 მლნ. ლარამდე დაიხარჯა
FaceBook
საავტომობილო გზების დეპარტამენტმა კაკასხიდი-ზეკარის გზის 16 კმ-იანი (კმ17-კმ33) მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა.

უწყების ცნობით, აღნიშნული გზის ერთი მონაკვეთი გადის ფაქტობრივად დაუსახლებელ ტყიან ზონაში, ხოლო მისი მეორე ნაწილი - ალპურ ზონაში. გზა ზღვის დონიდან საშუალოდ 1700-2100 მ სიმაღლეზე მდებარეობს.



"რეაბილიტაციის პროექტით გათვალისწინებული იყო გზის სრული რეაბილიტაცია. კერძოდ, განხორციელდა ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება, წყალგამტარი მილებისა და საყრდენი კედლების მოწყობა. ასევე, მოეწყო საგზაო ნიშნები და განხორციელდა გზის ჰორიზონტალური მონიშვნა. აღნიშნული მონაკვეთი-ბაღდათი აბასთუმნის გზის შემადგენელი ნაწილია.

ბაღდათი-აბასთუმანის გზის რეაბილიტაცია და რეკონსტრუქცია მნიშვნელოვნად გაზრდის მომსახურების დონესა და უსაფრთხოებას, შეამცირებს სამგზავრო მანძილსა და დროს (დაახლოებით 90-120 წუთი) საქართველოს ცენტრალური ნაწილიდან თურქეთის საზღვრამდე. გზის რეკონსტრუქცია გამოაცოცხლებს რეგიონს და გაზრდის ეკონომიკურ აქტივობას",- განმარტავენ გზების დეპარტამენტში.

სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და აღნიშნულისთვის 65 მლნ. ლარამდე დაიხარჯა.

Print