ახალი ამბები
როგორი ამინდი იქნება მიმდინარე კვირას დასავლეთ საქართველოში
FaceBook
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში, მიმდინარე კვირას, თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

მისივე ინფორმაციით, დღეს, 3 ნოემბრის დღის მეორე ნახევრიდან, 4 ნოემბრის დღის განმავლობაში გაძლიერდება აღმოსავლეთის მიმართულების ქარი.

ჰაერის მინიმალური ტემპერატურა ღამის საათებში მოსალოდნელია 7-დან 14 გრადუსამდე, ხოლო დღის საათებში - 18-დან 24 გრადუსამდე.

დოდო გვაზავას ინფორმაციით, კვირის ბოლომდე თბილი და უნალექო ამინდი შენარჩუნდება.
Print
თეგები: #ამინდი