ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერვე მოწვევის საკრებულოში ხუთი კომისია
იმუშავებს.
საკრებულოს კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა
კომისიას კობა ფხაკაძე უხელმძღვანელებს;
ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიას - მანანა ჩიხლაძე;
საფინანსო-საბიუჯეტო კომისიას - ბესო ჩეჩელაშვილი;
ეკონომიკის, ქონების მართვისა და საქალაქო მეურნეობის კომისიას -
გიორგი იობაშვილი;
საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიას კი ჯემალ ბიბილეიშვილი
უხელმძღვანელებს.
რაც შეეხება ფრაქციებს, ჯერ-ჯერობით მხოლოდ ერთი
"ქართული ოცნების" ფრაქცია შეიქმნა.
მის თავმჯდომარედ ქუთაისის საკრებულოს წევრი,
დიმიტრი მხეიძე აირჩიეს.
"ქართული ოცნების" ფრაქციაში 18 წევრია
გაერთიანებული: შოთა ჯიშკარიანი; სანდრო ნერგაძე; მანანა ჩიხლაძე;
ბიქტორ გვეტაძე; მაგდა კოსტავა; დიმიტრი მხეიძე; ჯემალ ბიბილეიშვილი;
გიორგი ჭიღვარია; ალეკო თამაზაშვილი; მიხეილ გიორგაძე; ბესიკ
ჩეჩელაშვილი; ამირან კოპალეიშვილი; სალომე სარალიძე; მარეხი ნიჟარაძე;
ლაშა გვენეტაძე; კობა ფკახაძე; მამუკა სინაურიძე და გიორგი
იობაშვილი.
30 ოქტომბერს ქუთაისის მუნიციპალიტეტის მე-8 მოწვევის საკრებულომ
პირველი სხდომა გამართა.
წარმომადგენლობითი ორგანო 25 წევრისაგან შედგება. აქედან "ქართულ
ოცნებას" 22 წევრი ჰყავს, თითო-თითო წევრი კი „გახარია
საქართველოსთვის", „ლელოს" და „გირჩის" პარტიას ჰყავს.
მასალის გამოყენების პირობები