ახალი ამბები
ქუთაისის მერიამ ღია ცის ქვეშ თეატრალური სანახაობების ორგანიზებაზე 5 300 ლარი გამოყო
FaceBook
სწორედ ამ თანხაზე გამოაცხადა მერიამ ელექტრონული ტენდერი 23 მარტს, სადაც წინანადადების მიღება 25 მარტს იწყება და ოთხ დღეში დასრულდება.



ქუთაისის ადგილობრივი მთავრობა ორმაისობისადმი მიძღვნილი ქუჩის თეატრალური სანახაობის ორგანიზების შესყიდავზე ელექტრონულ ტენდერს აცხადებს.

სპექტაკლი "წითელქუდა" - 3 მაისი; სპექტაკლი "სამი გოჭი" - 4 მაისი; პანტომიმის მსახიობების მომსახურება ცენტრალურ ბაღში - 3 მაისი; თოჯინების წარმოდგენა საბავშვო თემატიკაზე ქალაქ ქუთაისის მიმდებარე ტერიტორიაზე, მუხრანის ტყეში - 3 მაისი - სწორედ ამ ღონისძიებების ორგანიზაება უნდა უზრუნველყოს მერიის მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულმა ორგანიზაციამ.

გარდა ამისა, სატენდერი პირობების მიხედვით, ტენდერში გამარჯვებული ვალდებულია უზრუნველყოს თეატრალური სანახაობების ღია ცის ქვეშ ჩატარება, რომელთათვისაც ხმის აღქმადობა უნდა უზრუნველყოს მაყურებლისათვის არანაკლებ 10 მეტრის რადიუსში და ღონისძიებაში მონაწილე მსახიობები უნდა იყვნენ შესაბამის კოსტიუმებში ჩაცმული.

ქუთაისის მერიამ აღნიშნული ღონისძიებების უზრუნველსაყოფად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 5 300 ლარი გამოყო. სწორედ ამ თანხაზე გამოაცხადა მერიამ ელექტრონული ტენდერი 23 მარტს, სადაც წინანადადების მიღება 25 მარტს იწყება და ოთხ დღეში დასრულდება.
Print