ახალი ამბები
ახლადარჩეული საკრებულოების პირველი სხდომები, საქართველოს მასშტაბით, დღეს გაიმართება
FaceBook
4 ოქტომბრის არჩევნების შედეგად არჩეული მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობითი ორგანოების – საკრებულოების პირველი სხდომები, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ცესკოს მოწვევით, დღეს, 11:00 საათზე ჩატარდება.

თბილისში, საკრებულოს პირველ სხდომას ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი გახსნის, ხოლო რეგიონებში სხდომებს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეები გახსნიან.

შემაჯამებელი ოქმების მიხედვით, საკრებულოს წევრად და მერად არჩეული პირების შესახებ ინფორმაცია ცესკომ ცნობად 15 ოქტომბრის სხდომაზე მიიღო.

4 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა, რომელსაც პოლიტიკური პარტიების ნაწილმა ბოიკოტი გამოუცხადა.

საქართველოს მოქალაქეები 64 მერს და 64 საკრებულოს 2 058 წევრს ირჩევდნენ.

ქვეყნის მასშტაბით, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობამ 3 513 818 შეადგინა, სულ გახსნილი იყო 3 061 საარჩევნო უბანი.
Print