ქუთაისის მუნიციპალიტეტის ახლადარჩეული მერი დავით ერემეიშვილი
უფლებამოსილების განხორციელებას დღეიდან შეუდგა.
"დღეიდან ოფიციალურად შევუდექი ქუთაისის მერის უფლებამოსილებისა და
უაღრესად საპასუხისმგებლო საქმიანობის განხორციელებას.
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა თითოეულ ქუთაისელს, ასეთი მაღალი ნდობისა
და მხარდაჭერისთვის!
მჯერა, ჩვენს გუნდთან ერთად შევძლებთ მოსახლეობისთვის მიცემული ყველა
პირობის შესრულებას - ქუთაისის წინსვლისა და განვითარებისთვის, ჩვენი
თანაქალაქელების საკეთილდღეოდ!",- წერს დავით ერემეიშვილი სოციალურ
ქსელში.
2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნების შედეგად, ახლადარჩეული მერებისა და
საკრებულოების წევრების უფლებამოსილება დღეიდან, 29 ოქტომბრიდან
დაიწყო.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, "ქართული ოცნების" ქუთაისის
მერობის კანდიდატმა დავით ერმეიშვილმა 37 779 ხმა მიიღო, რაც ხმების
85,68%-ია.
დავით ერემეიშვილი ქუთაისის მერის პირველი მოადგილის პოსტს 2019
წლიდან იკავებდა, 2024 წლის ივლისიდან კი, მას შემდეგ რაც იოსებ
ხახალეიშვილმა მერის თანამდებობა დატოვა, მერის მოვალეობას
ასრულებდა.
მასალის გამოყენების პირობები