ახალი ამბები
გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზის მონაკვეთზე მოძრაობა დღეიდან შეიზღუდება
FaceBook
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ1-კმ41 (გომი-კორბოული) მონაკვეთზე მოძრაობა შეიზღუდება.

კერძოდ, დღეიდან, 30 ოქტომბრიდან 1 ნოემბრის ჩათვლით, აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით იზღუდება სატვირთო ავტოტრანსპორტის გადაადგილება, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალი იქნება.

მოძრაობის შეზღუდვის მიზეზი კმ25-კმ41 მონაკვეთზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებია.




Print