ახალი ამბები
"გვირილობა 2016"- სამკერდე მედალიონების შეძენაზე ქუთაისის მერია ტენდერს აცხადებს
FaceBook
ადგილობრივმა თვითმმართველობამ 2 700 ლარის ღირებულების სამკერდე მედალიონების შესყიდაზე ელექტრონული ტენდერი 23 მარტს გამოცხადა.
ქუთაისის მერია ორმაისობისთვის ემზადება. გვირილობის დღესასწაულთან დაკავშირებით ადგილობრივმა თვითმმართველობამ 2 700 ლარის ღირებულების სამკერდე მედალიონების შესყიდაზე, ელექტრონული ტენდერი 23 მარტს გამოცხადა, სადაც წინადადების მიღება 5 აპრილს დაიწყება და ორი დღის  მანძილზე გაგრძელდება.

ჩამონტაჟებული მეტალის სამაგრით, ცივი წნეხით ფერადი ლამინირებული გამოსახულებით, მრგვალი ფორმის, დიამეტრი - 5,7 სმ. ბროშზე უნდა განთავსდეს წარწერა: "გვირილობა 2016", შრიფტის ზომა -5 მმ. და წარწერის შრიფტი: "GEO BRUSH SCRIPT " - ასეთი უნდა იყოს, 1500 ცალი სამკერდე მედალიონი სატენდერო პირობების მიხედვით.
Print