ახალი ამბები
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მზია ამაღლობელის პროცესი გადაიდო
FaceBook
მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი გადაიდო  და 28 ოქტომბრის ნაცვლად,  11 ნოემბერს 13:00  საათზე გაიმართება. 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში ჟურნალისტის ადვოკატები ბათუმის საქალაქო სასამართლოში 6 აგვისტოს გამოტანილ განაჩენს ასაჩივრებენ, რითაც მზია ამაღლობელს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

6 აგვისტოს, მზია ამაღლობელს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

მზია ამაღლობელს პროკურატურა სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით ჩადენილ დანაშაულს ედავებოდა, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდა. მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მას ბრალი გადააკვალიფიცირა. კერძოდ, მას მსჯავრი წარუდგინა სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით, რომელიც ითვალისწინებს წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ.

ფოტო: პუბლიკა
Print