ახალი ამბები
როგორი ამინდი იქნება მიმდინარე კვირას დასავლეთ საქართველოში
FaceBook
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში, მიმდინარე კვირას, არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი.

მისივე თქმით, დღეს და ხვალ, 27-28 ოქტომბერს, უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა 24-დან 26 გრადუსამდე გათბება. 28 ოქტომბრის ღამის და დღის საათებში გაძლიერდება აღმოსავლეთის მიმართულების ქარი.

დოდო გვაზავას ინფორმაციით, 29 ოქტომბერს დღისით კვლავ ინტენსიური წვიმაა მოსალოდნელი, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა 15-16 გრადუსამდე დაიკლებს.

30 ოქრომბრიდან კვირის ბოლომდე კვლავ გამოიდარებს და ქარის ფონზე უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
Print
თეგები: #ამინდი