ახალი ამბები
გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის მონაკვეთზე მოძრაობა შეიზღუდება
FaceBook
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ67-კმ68 (ჭიათურის გზატკეცილი, ე.ნინოშვილის ქუჩა) მონაკვეთზე, საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება.

გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერია 2025 წლის 25 ოქტომბერს ატარებს სახალხო დღესასწაულს ,,ჭიათურობა“, რის გამოც, საჭიროა აღნიშნული მონაკვეთის ჩაკეტვა 2025 წლის 25 ოქტომბერს 21:00 სთ-დან 26 ოქტომბრის 21:00 სთ-მდე.

"ჩაკეტვის პერიოდში, ავტოტრანსპორტი იმოძრავებს შემოვლითი გზით. კერძოდ, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის 67-ე კმ-დან, 26 მაისის, გ.თხელიძის ქუჩების და გამსახურდიას სანაპიროს გავლით, საიდანაც შეუერთდება გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზას 68-ე კმ-ში, ე. ნინოშვილის ქუჩის გამოყენებით",- განმარტავენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.
Print