ახალი ამბები
ქუთაისში წყლის გამრიცხველიანების პირველი ეტაპის დასრულების ვადად ერთ თვეს ასახელებენ
FaceBook
მეორე ეტაპს თურქული კომპანია "სემკა" განახორციელებს. პროექტი 2018 წელს უნდა დასრულდეს.

ქუთაისში სასმელი წლის გამრიცხველიანობის პირველი ეტაპი ერთ თვეში უნდა დასრულდეს. აბონენტების უფასო გამრიცხველიანების პროექტს ესპანური კომპანია "კობრა", ხოლო უშუალოდ სამუშაოებს "ებტისა" უზრუნველყოფს.

პროექტი ქუთაისში 15 000 აბონენტის უფასო გამრიცხველიანებას ითავლისწინებს. საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ქუთაისის სერვისცენტრში განმარტავენ, რომ ქუთაისში მოსახლოების 30 პროცენტი გამრიცხველიანებულია. სერვისცენტრის ინფორმაციით, ქუთაისში ფიზიკური აბონენტია 67 000, ხოლო 4 000-მდეა იურიდიულ აბონენტთა რიცხვი. 

"სამუშაოებს ახორციელებს "კობრა" შესაბამისად, მათ ექნებათ მონაცემები, თუ რამდენი აბონენტია გამრიცხველიანებეული ამ ეტაპზე. ჩვენ ამ მონაცემებს პროექტის დასრულების შემდეგ მოგვაწოდებენ", - ამბობს მერაბ ბობოხიძე.

ესპანურ კომპანია "კობრაში" "ქუთაისიპოსტან" საუბარში ირწმუნებიან, რომ ამ დროისთვის პროექტის ფარგლებში განზაღვრული 15 000-ვე აბონენტი უკვე გამრიცხველიანებულია. დამკვეთ კომპნიასთან, ანუ საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიასთან ქუთაისში გამრიცხველიანებული აბონენტების სრულ სიას ორ კვირაში წარადგენენ.

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ქუთაისის სერვისენტრში განმრტავენ, მოსახლეობის უფასო გამრიცხველიანობის მეორე ეტაპი მიმდინარე წლის გაზაფხულში დაიწყება. გამრიცხველიაენების მეორე ეტაპის ფარგლებში ქალაქში 20  000 აბონენტის გამრცხველიანობა უნდა მოხდეს. მეორე ეტაპს თურქული კომპანია "სემკა" განახორციელებს. პროექტი 2018 წელს უნდა დასრულდეს.

მოსახლეობის უფასო გამრიცხველიანება საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დაკვეთით და აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით ხორციელდება.








Print