ახალი ამბები
ქუთაისელი აქტივისტი იმედა კლდიაშვილი დააკავეს
FaceBook

ქუთაისელი სამოქალაქო აქტივისტი იმედა კლდიაშვილი დააკავეს.



პოლიცია მას, სავარაუდოდ, რუსთაველის გამზირზე გზის გადაკეტვას ედავება.

იურისტები აქტივისტის ადგილსამყოფლის დადგენას ცდილობენ.

"იმედა კლდიაშვილი, სავარაუდოდ, დააკავა რუსულმა რეჟიმმა. 20 წუთის წინ მომწერა რომ აკავებენ და მას შემდეგ ვერ ვუკავშირდები. ჯერ არაფერი ვიცით, სად გადაიყვანეს. ალბათ, დღეს იქნება სასამართლო",- წერენ სოციალურ ქსელში იმედას მეგობრები.

"ქართული ოცნების“ მიერ გამკაცრებული კანონების ამოქმედება დაწყებულია - 19 ოქტომბერს დილიდან, პოლიციამ აქციის იმ მონაწილეების დაკავება დაიწყო, რომელთაც გზის გადაკეტვას თუ აქციაზე სახის დამალვას ედავებიან და რისთვისაც მათ უკვე 15-დღიანი პატიმრობა ემუქრებათ.

Print