ტელეწამყვანი ვახო სანაია, ცოტა ხნის წინ, რუსთაველის გამზირის
ხელოვნურად გადაკეტვის გამო დააკავეს.
მოსამართლე, მანუჩარ ცაცუას გადაწყვეტილებით, მას 6-დღიანი
ადმინისტრაციული პატიმრობა განესაზღვრა.
ტელეკომპანია "ფორმულა“ სანაიას დაკავებას განიხილავს, როგორც
ჟურნალისტის და მთლიანად დამოუკიდებელი მედიის შევიწროებას რეჟიმის
მხრიდან და მის დაუყონებლივ გათავისუფლებას ითხოვს. ასევე, მოუწოდებს
საერთაშორისო საზოგადოებას მხარდაჭერისკენ.
დღეს, დილიდან, პოლიციამ აქციის იმ მონაწილეების დაკავება დაიწყო,
რომელთაც გზის გადაკეტვას თუ აქციაზე სახის დამალვას ედავებიან და
რისთვისაც მათ, ''ოცნების" მიერ გამკაცრებული კანონმდებლობით,
15-დღიანი პატიმრობა ემუქრებათ.
შსს-ს ინფორმაციით, 18 ოქტომბრის საპროტესტო აქციის ფარგლებში,
ადმინისტრაციული წესით 14 პირი დააკავეს, ხოლო 13 პირის მიმართ საქმის
წარმოება მიმდინარეობს.
მასალის გამოყენების პირობები