ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკის რეაბილიტაცია უახლოეს დღეებში
დაიწყება - ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ
განაცხადა.
მისივე თქმით, პროექტი ითვალისწინებს პარკის საერთო ტერიტორიის
კეთილმოწყობას, საფეხმავლო და ველობილიკების მოწყობას, ახალი
გამწვანების ზოლების გაშენებას, მცირე არქიტექტურული ნაგებობების
განთავსებას და განათების სისტემის განახლებას.
ასევე, დაგეგმილია ბავშვთა და სპორტული ზონების, საპიკნიკე
სივრცეების, ამფითეატრისა და წყლის სარკეების მოწყობა.
როგორც ინფრასტრუქტურის მინისტრმა განმარტა, განახლებული
ინფრასტრუქტურა ადაპტირებული იქნება როგორც შეზღუდული შესაძლებლობის
მქონე პირებისთვის, ისე ბავშვის ეტლით მოსარგებლე მშობლებისთვის.
პარკის რეაბილიტაციის პროექტს საქართველოს მუნიციპალური განვითარების
ფონდი განახორციელებს.
მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკი 1957 წელს დაარსდა. მას საბჭოთა
კავშირის შემდეგ რეაბილიტაცია არ ჩატარებია.
მოსწავლე ახალგაზრდობის პარკი ნახევარი საუკუნისაა და ქუთაისის
მაშტაბით ყველაზე დიდია.
მასალის გამოყენების პირობები